აფხაზი მწერლები და საქართველო

ავტორები

  • ავთანდილ ნიკოლეიშვილი აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

აფხაზი მწერლები, საქართველო, გულია

ანოტაცია

საქართველოსადმი აფხაზ მწერალთა დამოკიდებულების შეფასების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ ქართულმა თემამ მეოცე საუკუნის აფხაზური ლიტერატურის ყველა თაობის წარმომადგენელთა შემოქმედებაში დაიმკვიდრა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ადგილი. ამ თვალსაზრისით ვითარების ჯერ თანდათანობითი, შემდეგ კი მკვეთრად და რადიკალურად შეცვლის პროცესი გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულიდან იწყება (თუმცა სეპარატისტული მისწრაფებებით განპირობებულ რეციდივებს დროდადრო ადრეც ჰქონდა ადგილი). ამ დროიდან მოყოლებული, მანამდელი აფხაზური ლიტერატურის ერთ-ერთ საგულისხმო თემად დამკვიდრებული პროქართული სულისკვეთება ანტიქართულ ისტერიად გარდაიქმნა და აფხაზ მწერალთა უდიდესი ნაწილის წარმოდგენით, ქართველი ხალხი მათი დაუძინებელი და სისხლისმსმელი მტერია. როგორც ცნობილია, საბჭოთა ეპოქაში ხელისუფლების მიერ გატარებული უმკაცრესი იდეოლოგიური პოლიტიკის შედეგად ე. წ. მოკავშირე რესპუბლიკების წინაშე მწვავედ მდგარი ეროვნულსახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბევრი პრობლემა ხელოვნურად იყო მიჩქმალული და მათი განმაპირობებელი მიზეზების შესახებ ობიექტურ მსჯელობას ფაქტობრივად ტაბუ ჰქონდა დადებული. საბჭოთა საქართველოში ამ თვალსაზრისით არსებულ ერთ-ერთ საჭირბოროტო საკითხად თავიდანვე გამოიკვეთა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან შინაგანად რთული და წინააღმდეგობრივი ურთიერთობა, რომელიც დროდარო იმდენად დაძაბულ ხასიათსაც კი იძენდა, რომ რეალურად ჩნდებოდა საუკუნეთა მანძილზე ჩვენი ქვეყნის ღვიძლ ნაწილად ქცეული ამ რეგიონის დაკარგვისა და ტერიტორიულად რუსეთთან მიერთების საფრთხე.

წყაროები

აფხაზური ლიტერატურა. მოკლე ნარკვევი, თბილისი, 1975;

აფხაზური ლიტერატურა. ქრესტომათია, შემდგენელი ხ. ბღაჟბა, თბილისი, 1978;

ა. ნიკოლეიშვილი 2010 - ა. ნიკოლეიშვილი, ქართველოლოგიური

ეტიუდები, I, ქუთაისი, 2010;

წერილში დასახელებულ აფხაზ მწერალთა ქართულ ენაზე გამოცემული წიგნები.

გამოქვეყნებული

2025-03-01

როგორ უნდა ციტირება

ნიკოლეიშვილი ა. (2025). აფხაზი მწერლები და საქართველო . ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები, 1. Retrieved from http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8831